საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
21 სექტემბერს საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა აღევლინება.
ღვთისმშობლობა, ყოველი წლის 21 სექტემბერს (ძველი სტილით 8 სექტემბერს) აღინიშნება. ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, სადაც აღავლენს სადღესასწაულო წირვას.
დღევანდელი ღვთისმსახურება განსაკუთრებულია იმით, რომ მრავალი წლის შემდეგ ბათუმის საპატრიარქო ტაძარში კვლავ აღევლინა საპატრიარქო საღმრთო ლიტურგია.
ტაძარში შეკრებილია ეპარქიის სასულიერო პირები და მრევლი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი.