ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
2026 წლის 20 სექტემბერს, ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ბორჯომის სამუსიკო სკოლის დარბაზში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებმა, პროფესორებმა ელდარ ბუბულაშვილმა და ალექსანდრე დაუშვილმა მოხსენებები წარადგინეს.
პროფესორმა ელდარ ბუბულაშვილმა ისაუბრა თემაზე — „ღვთისმშობლის წილხვდომილობის ისტორია და მისი მნიშვნელობა“, ხოლო პროფესორმა ალექსანდრე დაუშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე — „საქართველოს ეკლესიის აღორძინება“.
მოხსენებების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ისტორიისა და სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე, ქართული ეკლესიის მრავალსაუკუნოვან გზასა და იმ განსაკუთრებულ მემკვიდრეობაზე, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის სულიერი და კულტურული იდენტობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
საგანმანათლებლო შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სოფელ ყვიბისში წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის ტაძარი აშენდება.