დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

2824
15:11
20
დიდუბის პანთეონი. ფოტო: მჟკ დიდუბის პანთეონი. ფოტო: მჟკ

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდუბის პანთეონში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს. მრევლს შესაძლებლობა ეძლევა, ხატს თაყვანი სცეს, ემთხვიოს და ილოცოს დედაღვთისმშობლის წინაშე.

აღსანიშნავია, რომ ხატის მოლოცვის შესაძლებლობა მრევლს წელიწადში ერთხელ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ეძლევა.

შეგახსენებთ, დიდუბის პანთეონში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, გამაგრდა ტაზრის მტავარი სესასვლელი ტარი, გამოიცვალა სახურავი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა,  21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ