ლვოვში აქტივისტებმა ჩაშალეს ლგბტ ლექცია სახელწოდებით „არის თუ არა იესო ქვიარი?“
პროტესტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ „ისინი არ დაუშვებენ ჩვენი მიწის შეურაცხყოფას და ოჯახის ინსტიტუტისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების შელახვას“.
26 აპრილს, ლვოვში, აქტივისტებმა ჩაშალეს პროვოკაციული სათაურით „იესო ქვიარია?“ დაგეგმილი ლექცია, რომელიც ორგანიზებული იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „Insight Lviv LGBT+“-ის მიერ სლოგანით „ლგბტ და ქრისტიანობა - დიალოგის ძიებაში“.
ანონსის ეტაპზევე, ამ მოვლენამ მემარჯვენე რადიკალური ორგანიზაციების წევრებში აღშფოთების ტალღა გამოიწვია, რადგან, მათი აზრით, ლექციის სათაური აშკარად მიუთითებდა ლგბტ თემის მიერ ქრისტიანული ღირებულებების დაცინვის კიდევ ერთ მცდელობაზე.
პროტესტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ „ისინი არ დაუშვებენ ჩვენი მიწის შეურაცხყოფას და ოჯახის ინსტიტუტისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების შელახვას“.
მანამდე, მჟკ-მა დაწერა, რომ დიდ პარასკევს კიევში ლგბტ ფილმების ფესტივალი გაიხსნებოდა.