სამების ტაძრის ეზოში წინასაშობაო საქველმოქმედო საღამო გაიმართება

2824
09 დეკემბერი 2025 12:22
21
სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: ღია წყარო სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: ღია წყარო

დავითიანნისა და თბილისის 30-მდე სკოლის „ლიდერთა კლუბის“ 500-ზე მეტი მოსწავლე საქველმოქმედო საღამოს გამართავს.

28 დეკემბერს, 17:00 საათზე, სამების ტაძრის ეზოში გაიმართება წინასაშობაო საქველმოქმედო საღამო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კათედრაზე აღსაყდრების 48-ე წლისთავს ეძღვნება.

ღონისძიებას ორგანიზებას უწევს დავითიანნი თბილისის 30-მდე პარტნიორი სკოლის „ლიდერთა კლუბის“ 500-ზე მეტ მოსწავლე-ახალგაზრდასთან ერთად. საღამოს მიზანია – სიკეთის გაზიარება და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის ნამდვილი საახალწლო სურვილების ასრულება.

საღამოს ფარგლებში დაგეგმილია:

* ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა;
* ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;
* ბავშვებისთვის სიურპრიზები და საახალწლო საჩუქრები.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, მათთვის საახალწლო გარემოს შექმნასა და სურვილების ასრულებას.

ორგანიზატორები ყველა მსურველს მოუთმენლად ელიან: „ერთად ავუსრულოთ საახალწლო სურვილები ბავშვებს, რომელთაც სასწაულების ჯერ კიდევ სჯერათ!“

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მსოფლიოში ახალი ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული „რელიგია“ გაჩნდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ