საპატრიარქოს დელეგაცია წმინდა მიწიდან დაბრუნდა
მიტროპოლიტებმა თეოდორემ და გერასიმემ უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს იერუსალიმის პატრიარქის გულითადი მოკითხვა და საჩუქარი გადასცეს.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, რომელშიც იყვნენ მაღალყოვლადუსამღვდელოესები მიტროპოლიტები თეოდორე (ჭუაძე) და გერასიმე (შარაშენიძე), ასევე პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, დღეს, 28 ნოემბერს დაბრუნდა წმინდა მიწიდან.
დელეგაციამ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, უნეტარესი თეოფილე III-ის გულითადი მოკითხვა და საჩუქარი გადასცა.
საპატრიარქოს წარმომადგენლებმა პატრიარქს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის შედეგები და შეხვედრების დეტალები მიაწოდეს. ვიზიტი მოიცავდა საეკლესიო ურთიერთობების განმტკიცებას, საკვანძო სიწმინდეების მონახულებასა და სხვადასხვა საქმიანი შეხვედრის გამართვას.
დელეგაციის წევრებმა ვიზიტი ნაყოფიერად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველო და მართლმადიდებლური სამყაროს უძველესი ცენტრი – იერუსალიმი – ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას აგრძელებენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იერუსალიმის მართლმადიდებელი და კათოლიკე პატრიარქები ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ.