საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია თეოფილე III-მ მიიღო
შეხვედრაზე, იერუსალიმის პატრიარქს გადაეცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის წერილი, თეოფილე III-ის აღსაყდრების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
2025 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზაზა კანდელაკი და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, გერასიმე (შარაშენიძე) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე III-მ მიიღო.
შეხვედრაზე, იერუსალიმის პატრიარქს გადაეცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის წერილი, თეოფილე III-ის აღსაყდრების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოსა და იერუსალიმის საპატრაქოებს შორის თანამშრომლობის საკითხები, მართლმადიდებელი სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევბი.
ასევე, აღინიშნა იერუსალიმის საპტრიარქოს როლი მსოფლიო მართმადიდბელი ეკლესიების ერთობის საქმეში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იერუსალიმის მართლმადიდებელი და კათოლიკე პატრიარქები ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ.