საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა

2824
13 ნოემბერი 2025 14:39
19
საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: ოფიციალური გვერდი საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: ოფიციალური გვერდი

კომისიამ არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მიმართ მღვდელმოქმედების შეჩერება მოითხოვა, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს.

საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ წარმოადგინა ოფიციალური დასკვნა არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია) საქმესთან დაკავშირებით.

კომისიის შემადგენლობა შემდეგია:

1. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი) — კომისიის თავმჯდომარე.
2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).
3. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი.
4. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე — საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
5. დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია (თოლორაია), დაბარებული გახლდათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოსთან (მუჯირი) და პატრიარქის ქორეპისკოპოს მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე), რათა მას მისცემოდა მამობრივი დარიგება და ძმური შეგონება. საუბრისას, არქიმანდრიტ ილიას მიუთითეს მის მიერ ცილისმწამებლურ და სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რაზედაც სინანულის გამოხატვის ნაცვლად არქიმანდრიტმა ილიამ განაგრძო თავისი პოზიციის გამართლება.

საპატრიარქოდან გასვლის შემდეგ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ მედიის წინაშე არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, საბოლოო დასკვნის მისაღებად, იქვე შედგა კომისიის სხდომა. სხდომის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართეს მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე არქიმანდრიტ ილიასთვის (თოლორაია) მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს.”

დასკვნის ბოლოს ციტირებულია მოციქულთა 55-ე კანონი:
„კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ ნათქვამია: მთავარსა ერისა შენისა არა ჰრქუა ბოროტი“ (საქმე 23,5).

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქო მილოცვის წერილს აქვეყნებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ