გამოიცა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2025 წლის მე-12 ნომერი
ახალ გამოცემაში წაიკითხავთ მიტროპოლიტ შიოს სიტყვებს და ქადაგებებს.
გამოიცა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2025 წლის მე-12 ნომერი. ახალი ნომერი მოიცავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვებს დიდგორობისა და ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირების დაჯილდოების ცერემონიაზე.
გარდა ამისა, ნომერში ასევე მიტროპოლიტ შიოს ქადაგებები ფერისცვალების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის, ახალი საეკლესიო ინდიქტიონის, ღვთისმშობლის შობის, წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების, ჯვართამაღლების, სვეტიცხოვლობის, სულთმოფენობიდან მე-20 კვირისა და ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით.
გაზეთის ახალი ნომრის შეძენა შესაძლებელია ტაძრებში, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებში და სპეციალურ სტენდებთან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მეუფე შიომ ღვთისმსახურება სენაკის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში აღავლინა.