სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

2824
08 ნოემბერი 2025 14:25
19
ილია მეორე. ფოტო: ღია წყარო ილია მეორე. ფოტო: ღია წყარო

ის, რომ იგი გამოირჩეოდა გულწრფელობით, უშურველობით, თავმდაბლობით, უბრალოებით, შემნდობი ხასიათით, სიყვარულით, განუკითხველობით…

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების გამო (08.11.2025)
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია.
იგი სოხუმიდან იყო და ქვეყნის განსაცდელმა, ბუნებრივია, მასაც ტკივილიანი ცხოვრება არგუნა; თუმცა, განსაცდელები შემდეგშიც არ ტოვებდა, მით უმეტეს მღვდელმთავრის ხარისხში ყოფნისას.
ის, რომ იგი გამოირჩეოდა გულწრფელობით, უშურველობით, თავმდაბლობით, უბრალოებით, შემნდობი ხასიათით, სიყვარულით, განუკითხველობით… განსაკუთრებულად გამოჩნდა მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში. ამ თვისებების გამო შეიყვარა იგი ხალხმა ბორჯომშიც, თბილისშიც და, საერთოდ, ყველგან, სადაც კი მას მოუწია მსახურება.


ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს, ხოლო სასულიერო პირებს, მის სამწყსოს, ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მომადლოს მშვიდობა და მიტროპოლიტ სერაფიმესათვის ლოცვის ძალა.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
08.11.2025

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ