ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ იერუსალიმის წმინდა ადგილები მოილოცა

2824
07 ნოემბერი 2025 14:20
48
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი წმინდა მიწაზე. ფოტო: ეპარქიის გვერდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი წმინდა მიწაზე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტმა აღასრულა პანაშვიდი იღუმენია თამარ ბაგრატიონის სულის მოსახსენიებლად.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) მომლოცველებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წმინდა მიწაზე იმყოფება. ფოტოებთან ერთად აღნიშნულ ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიის ოფიციალური „Facebook“ გვერდი ავრცელებს.

მაღალყოვლადუსამღვდელოესმა დელეგაციასთან ერთად მოინახულა ელეონის მთაზე მდებარე ამაღლების მონასტერი, ასევე იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნის ადგილი.
მონასტერში მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღასრულა პანაშვიდი იღუმენია თამარ ბაგრატიონის სულის მოსახსენიებლად, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამავე მონასტერში მოღვაწეობდა.

მოლოცვის ფარგლებში ქართველმა სასულიერო პირებმა მოინახულეს გეთსამანიის ბაღიც – ადგილი, სადაც მახარებელთა თხრობის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე ღამე ლოცვაში გაატარა.

გეთსამანია დღეს იერუსალიმის ფარგლებშია მოქცეული და ქედრონის ღელეს გაღმა, ზეთისხილის მთის ძირში მდებარეობს. აქ შემორჩენილია მრავალსაუკუნოვანი ზეთისხილის ხეები, რომელთაგან ზოგი, მეცნიერული კვლევების თანახმად, მაცხოვრის ლოცვის ღამის უხმო მოწმეა.

ქართველებს გეთსამანიაში უძველესი დროიდან ჰქონდათ საკურთხეველი, რომელიც შემდგომ სომხებს ჩაუვარდათ ხელში, თუმცა ქართველებს კვლავ დარჩათ საკურთხეველი ტაძრის ერთ-ერთ ბნელ კუთხეში — როგორც სიმბოლო მათი სულიერი მემკვიდრეობისა და შეურყეველი რწმენისა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია გიორგი შინჯიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ