მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია გიორგი შინჯიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ეპარქიის განცხადებით, ეპისკოპოს გიორგი (ჯამდელიანის) ქადაგებაში პიროვნებების იდენტიფიცირება არ მომხდარა და საქმე სასამართლოს მიერ უნდა განიხილოს.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს გიორგი შინჯიკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის პასუხად, რომელიც ეხება ბოლნისის რაიონულ სასამართლოში შეტანილ საჩივარს ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის წინააღმდეგ.
როგორც ეპარქიის განცხადებაშია აღნიშნული, ეპისკოპოს გიორგიის ქადაგებაში და საეპისკოპოსო განჩინებაში არ მომხდარა კონკრეტული პიროვნებების იდენტიფიცირება, რადგან მისი მიზანი იყო ცოდვის მხილება და ადამიანის სინანულში მოქცევა:
„რამეთუ ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი,“ — ნათქვამია განცხადებაში.
ეპარქიის ინფორმაციით, ეპისკოპოსის მისამართით მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია და პროვოკაციები, თუმცა მღვდელმთავარი კვლავ რჩება თავის პოზიციაზე.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში მოთმინებით, კაცთმოყვარეობისა და მიმტევებლობის პრინციპით ვაკვირდებოდით პროცესებს და ვერიდებოდით საჯაროობას, რაც ზემოთ ხსენებულმა პიროვნებამ დაარღვია,“ — აღნიშნულია განცხადებაში.
ეპარქია ასევე განმარტავს, რომ შესაგებელი წარმოადგენს სარჩელზე პასუხს და მისი წარდგენა არ ნიშნავს მართლმსაჯულების პროცესის დასრულებას:
„ნურავინ შეითავსებს მოსამართლის ფუნქციას და ნუ შეიყვანს საზოგადოებას შეცდომაში. საქმე მიმდინარეა და განხილული უნდა იქნეს სასამართლოში,“ — აღნიშნავს ეპარქია.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია მოუწოდებს საზოგადოებას, არ წამოეგონ პროვოკაციას და დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ინფორმაციას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართელოს საპატრიარქო ოფიციალურ განცახდებას ავრცელებს.