არქიმანდრიტმა ეფრემმა საჯარო ლექცია „სულიერება თანამედროვე ეპოქაში“ ჩაატარა

2824
01 ნოემბერი 2025 10:12
20
საჯარო ლექცია „სულიერება თანამედროვე ეპოქაში“, დელეგაცია ვატოპედიდან. ფოტო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო ლექცია „სულიერება თანამედროვე ეპოქაში“, დელეგაცია ვატოპედიდან. ფოტო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ლექციას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი.

მინისტრის პირველმა მოადგილემ არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ დელეგაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში, ათონის წმინდა მთის, მონასტრებისა და სულიერი ცენტრების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

საგულისხმოა, რომ არქიმანდრიტი ეფრემი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეოთხედ ეწვია და ათონის მთის ვატოპედის მონასტრის სახელით თსუ-ს გარკვეული კატეგორიის სტუდენტებს სწავლის წლიური გადასახადი რამდენჯერმე დაუფინანსა. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ არქიმანდრიტმა სტიპენდია მრავალშვილიანი ოჯახის წევრ ათ სტუდენტს დაუნიშნა.

წინამძღვრის ვიზიტთან დაკავშირებით, თსუ-ს მუზეუმში ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ძველნაბეჭდი საეკლესიო წიგნები, აგრეთვე, ათონის წმინდა მთის მონასტრების საქმიანობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომები გამოიფინა.

ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის საჯარო ლექციას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ვატოპედის მონასტრის დელეგაცია, ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ ლექციაზე, არქიმანდრიტმა ყველა დაინტერესებული სტუდენტის შეკითხვას უპასუხა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა შიომ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი და მისი საძმო მიიღო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ