მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ საღვთო ლიტურგია შეასრულა

2824
20 ოქტომბერი 2025 12:54
33
ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

19 ოქტომბერს წმ.თომა მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება.

19 ოქტომბერს წმ.თომა მოციქულის ხსენების დღეს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ საღვთო ლიტურგია შეასრულა, ქუთაისის წმ. მოციქულ თომას სახ. ტაძარში.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა : ,,გილოცავთ დიდებული მოციქულის, თომას ხსენების დღეს! თომას უფალი უყვარდა, მაგრამ ამავდროულად ჰქონდა ადამიანური თვისებებიც, როდესაც ქრისტე გამოეცხადა მოციქულებს, თომა იქ არ იყო. თქვა : ,,სანამ საკუთარი თვალით არ ვიხილავ მაცხოვარს არ დავიჯერებ მის აღდგომასო’’. მას ეჭვი შეეპარა, არ ირწმუნა, ამიტომაც ხშირად მას ურწმუნნო თომას სახელით მოვიხსენიებთ. მიზეზი ამ სიტყვებისა არ ვიცით სამწუხაროდ. მას იმდენად უყვარდა ქრისტე, რომ ითხოვა გამოცხადებოდა მას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფრის, ამ ეჭვის უკან დგას მისი უდიდესი სიყვარული უფლის მიმართ. ამას ჰქვია ეკლესიის , რწმენის ძალა. ეკლესია უფალმა შექმნა, უფლის მადლი სუფევს ეკლესიის წიაღში. მივუტევოთ ერთმანეთს, შევუნდეთ ერთმანეთს.

ხელდასხმა იღებს სათავეს ქრისტესგან. პირველად მაცხოვარმა დაასხა ხელი თავის მოწაფეებს.

მეორედ მოსვლამდე ჩვენ ვიხილავთ ქრისტეს მისი მადლმოსილებით, წმინდანთა ცხოვრებიდან. თუ ჩვენ გვწამს ღმერთის, ცხადია ეს საკმარისია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მეტი გვეძლევა, ცოდვები მოგვეტევება, რადგან სასუფეველში  ვერ შევალთ არაწმინდა. ჩვენი ცოდვების მიტევება ხდება სულიწმინდის მადლით. ჩვენ უნდა ვისწაფვოდეთ, რომ  უფალს დავემსგავსოთ. ეს არის ჩვენი ულისადმი სიყვარულის გამოხატულება. უნდა გვახსოვდეს, ეს არის ცხოვრების აზრი.’’

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ პროექტის ფარგლებში სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ