საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

2824
04 ოქტომბერი 2025 20:11
41
საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: ღია წყარო საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: ღია წყარო

4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს. სამწუხაროდ, ჩვენთან მუდმივად არის მცდელობა იმისაც, რომ ამ დაძაბულობაში სასულიერო პირებიც ჩართონ, რაც არასწორია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება პოლიტიკურ მხარედ წარმოჩინდეს; როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.

არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს.

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ილია II-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ