ილია II-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

2824
04 ოქტომბერი 2025 19:43
24
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია.

ამა წლის 4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნებია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მას ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება.

პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს.

კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია.

64 მუნიციპალიტეტში მერობის სულ 121 კანდიდატია. მათგან 9 თბილისში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გამოაქვეყნა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ