ფახულანის საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბის შეხვედრა გაიმართა
დეკანოზმა ილია სარიამ მოსწავლეებთან თემაზე – „თანაგრძნობა“ – ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა თანადგომის, ყურადღებისა და კეთილი სიტყვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
25 ნოემბერს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბს დეკანოზი ილია სარია ესტუმრა. შეხვედრის თემა იყო „თანაგრძნობა“.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ თემის განხილვაში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს ადამიანებს შორის თანაგრძნობისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
დისკუსიის შედეგად მონაწილეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზოგჯერ კეთილი სიტყვა, ყურადღებით მოსმენა და თანადგომა ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ასეთი დამოკიდებულება აძლევს ადამიანს ძალას, უჩენს მხარდაჭერისა და იმედის განცდას.
„ღირებულებითი განათლების“ პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებში ზნეობრივი ღირებულებების განმტკიცებასა და ისეთი თვისებების განვითარებას, როგორიცაა თანაგრძნობა, ურთიერთპატივისცემა, პასუხისმგებლობა და სიკეთის კეთების სურვილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ახალგაზრდობის ცენტრსა და „მშვიდობის ელჩს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
