მიტროპოლიტ აბრაამს საქართველოში 29 ნოემბერს ჩამოასვენებენ
წმინდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი აბრაამი, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, 2026 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) საქართველოში კვირას, 29 ნოემბერს, ჩამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ. ამის შესახებ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს წყარომ აცნობა.
ამჟამად მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო ტაძარშია დასვენებული.
დღეს ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები არიან შეკრებილნი. ისინი მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ აბრაამს საქართველოში კვირას, 29 ნოემბერს, ჩამოასვენებენ. მას სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მიტროპოლიტი აბრაამი ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დაასვენეს.
