მიტროპოლიტი აბრაამი ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დაასვენეს
მეუფე აბრაამის ცხედარი ხუთშაბათს, 27 ნოემბერს, 12:00 საათიდან პარასკევს, 28 ნოემბერს, 12:00 საათამდე ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლო ტაძარში იქნება დასვენებული.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელიას) ცხედარი ხუთშაბათს ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო ტაძარში იქნება დასვენებული.
მეუფე აბრაამის ცხედარი ტაძარში ხუთშაბათს, 27 ნოემბერს, დღის 12:00 საათიდან პარასკევს, 28 ნოემბერს, 12:00 საათამდე დარჩება.
ხუთშაბათს, 13:00 საათზე, გარდაცვლილი მღვდელმთავრის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრები და დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოება აღავლენენ.
მიტროპოლიტ აბრაამს საქართველოში ჩამოასვენებენ. მისი დაკრძალვისა და საქართველოში ჩამოსვენების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ღვთივ განისვენა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა.
