ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია მეუფე აბრაამის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ეპარქია სამძიმარს უცხადებს მეუფე აბრაამის (გარმელიას) სამწყსოს, ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელიას) გარდაცვალების გამო.
„მწუხარებას გამოვთქვამთ მეუფე აბრაამის გარდაცვალების გამო. ღმერთმა მართალთა შორის განუსვენოს მის სულს.
ვუსამძიმრებთ მეუფის სამწყსოს, ოჯახს, ახლობლებსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!“ — ნათქვამია ეპარქიის სამძიმრის წერილში.
გუშინ, 25 ნოემბერს, ღვთივ განისვენა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელიამ).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
