არქიმანდრიტი მოსე ჭანკოტაძე მიტროპოლიტ აბრაამს იხსენებს

გუშინ 14:41
162
არქიმანდრიტი მოსე ჭანკოტაძე მიტროპოლიტ აბრაამთან ერთად. ფოტო: არქიმანდრიტის ფეისბუქ-გვერდი არქიმანდრიტი მოსე ჭანკოტაძე მიტროპოლიტ აბრაამთან ერთად. ფოტო: არქიმანდრიტის ფეისბუქ-გვერდი

„მეუფე აბრაამი სამართლიანი და ღირსეული ადამიანი იყო. ძალიან დიდი დანაკლისია, რომ ჩვენს გვერდით აღარ იქნება“, – აღნიშნა ბარის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოს წინამძღვარმა.

ქალაქ ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი მოსე ჭანკოტაძე, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელიას) გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ჩვენთან საუბარში მეუფესთან დაკავშირებულ პირად მოგონებებს იხსენებს.

„ძალიან ძნელია ამ ეტაპზე ჩემთვის მასზე საუბარი. ძალიან დამწუხრებულები ვართ და დიდი სტრესის ქვეშ ვიმყოფებით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით საყვარელი ადამიანი იყო. ის იყო სამართლიანი და, როგორც იტყვიან, კაცური კაცი.

როდესაც მასთან ოთახში შევდიოდი, ყოველთვის საკმევლის სუნი იდგა. იგი ჩვენი დედაეკლესიის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი იყო. ძალიან დიდი დანაკლისია, რომ მეუფე ჩვენს გვერდით აღარ იქნება“, – აღნიშნავს არქიმანდრიტი მოსე ჭანკოტაძე ჩვენთან საუბარში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მიტროპოლიტი აბრაამი ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დაასვენეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ