დეკანოზი სპირიდონი მიტროპოლიტ აბრაამის სულის საოხად საღმრთო ლიტურგიას აღავლენს
26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ რენში დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) სულის საოხად ღამისთევით საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.
ხუთშაბათს, 26 ნოემბერს, 21:30 საათზე ქალაქ რენში დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი საღმრთო ლიტურგიას (ღამისთევით) აღავლენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) სულის საოხად.
შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და მკურნალობას ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ გადიოდა. 25 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ღვთისმსახურება გაიმართება შემდეგ მისამართზე:
16 rue Sergent Guihard, 35000 Rennes, საფრანგეთი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მიტროპოლიტი აბრაამი ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დაასვენეს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
