არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძე მეუფე აბრაამთან გატარებულ 16 წელს იხსენებს

გუშინ 18:21
54
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). ფოტო: ფლორენციის წმ.ნინოს სამრევლო დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). ფოტო: ფლორენციის წმ.ნინოს სამრევლო

ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს წინამძღვარი მიტროპოლიტ აბრაამს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება და მადლობას უხდის სულიერი მოძღვრობისა და თანადგომისთვის.

ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძე, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და

მეუფესთან გატარებულ თექვსმეტ წელს იხსენებს.

„ვმადლობ უფალს, რომ მარგუნა მასთან ყოფნისა და მსახურების მადლი. ვმადლობ უფალს ამ თექვსმეტი წლისთვის.

გმადლობთ, მეუფეო, ყოველი დამოძღვრისთვის, ყოველი სწავლებისთვისა და ყოველი თბილი ღიმილისთვის. ყოველივე კეთილი, რაც ჩემშია, თქვენი ლოცვისა და ღვაწლის ნაყოფია.

რამდენი რამ დამრჩა სათქმელი, რამდენი მადლობა — უთქმელი. მეგონა, კიდევ გვქონდა დრო…

მიყვარხართ.

მშვიდობით, ჩემო სულიერო მამაო. ილოცეთ ჩვენთვის უფლის წინაშე, ჩვენ კი ვეცდებით, ისე ვიცხოვროთ, რომ თქვენი ღვაწლი ამაო არ დარჩეს.

უფალმა მართალთა სავანეში დაამკვიდროს თქვენი სული. საუკუნოდ იყოს ხსენება თქვენი!“ — წერს არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მიტროპოლიტი აბრაამი ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დაასვენეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ