ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია სამძიმრის წერილს ავრცელებს

გუშინ 12:44
126
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია)

ეპარქია დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის მრავალწლიან სამღვდელმთავრო მოღვაწეობას, დედაეკლესიისადმი ერთგულებასა და ქართველი მრევლის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვას აღნიშნავს.

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქია დასავლეთ ევროპის ქართული ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელიას) გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

ეპარქიის განცხადებით, მეუფე აბრაამის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და განსაკუთრებით — დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ქართველი მრევლისთვის.

სამძიმრის წერილში ხაზგასმულია მიტროპოლიტ აბრაამის მრავალწლიანი სამღვდელმთავრო მოღვაწეობა, დედაეკლესიისადმი ერთგულება და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა, რომელმაც ღირსეული კვალი დატოვა ეკლესიის ცხოვრებაში.

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მღვდელმთავრი, სამღვდელოება, სამონაზვნო დასი და მრევლი გულითად სამძიმარს უცხადებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, წმინდა სინოდის წევრებს, დასავლეთ ევროპის ქართული ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს,

განსვენებული მღვდელმთავრის ოჯახის წევრებსა და მის სულიერ შვილებს.

„ქრისტესმიერი სიყვარულითა და აღდგომის სასოებით თანავუგრძნობთ ყველას, ვინც განიცდის მეუფე აბრაამის ამქვეყნიდან განსვლით გამოწვეულ მწუხარებას“, — აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მიტროპოლიტი აბრაამი ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში დაასვენეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ