ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ სადღესასწაულო ჟამისწირვა აღავლინა

დღეს 21:18
72
მიტროპოლიტი გერასიმე წმინდა გიორგის ტაძარში. ფოტო: ეპარქიის გვერდი მიტროპოლიტი გერასიმე წმინდა გიორგის ტაძარში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტმა ზუგდიდის დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში შეკრებილ მრევლს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

23 ნოემბერს, წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ზუგდიდის დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ჟამისწირვა აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა გერასიმემ შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა, წმინდა დიდმოწამე გიორგის ღვაწლსა და სარწმუნოებისადმი მის ერთგულებაზე ისაუბრა და მრევლს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ