პატრიარქმა შიო III-მ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ორ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა — გიორგობის დღესასწაულსა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავს.
23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება. 23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა დილის 10:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა. მრევლთან ერთად წირვას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
სადღესასწაულო ლიტურგიის პირდაპირი ტრანსლაცია გადაიცემოდა პირველი არხისა და
საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ შიო III-მ დეკანოზი ლევან ალადაშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
