დეკანოზმა ნიკოლოზ ლატარიამ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა
ღირებულებითი განათლების კლუბში შეხვედრის თემა თანაგრძნობა იყო — მოსწავლეებმა მოწყალე სამარიტელის სახარებისეული იგავი განიხილეს და სხვისი დახმარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
13 ნოემბერს დეკანოზმა ნიკოლოზ ლატარიამ ზუგდიდის №10 საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრა თემას — „თანაგრძნობა“ — დაეთმო. მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. მათ განიხილეს სახარებისეული იგავი „მოწყალე სამარიტელზე“ და იმსჯელეს ყოველდღიურ ცხოვრებაში თანაგრძნობის გამოვლენის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანს უჭირს, და რა ფორმით შეგვიძლია მისი დახმარება.
აღინიშნა, რომ თანაგრძნობა სხვისი ტკივილის დანახვისა და დახმარების სურვილის გაჩენის უნარია. ეს შეიძლება გამოიხატოს ადამიანის ყურადღებით მოსმენაში, სიტყვიერ ნუგეშში, მხარდაჭერასა და მის გვერდით დგომაში.
შეხვედრა მოსწავლეებისთვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა.
