მიტროპოლიტ იობს მღვდელმთავრად დადგინებიდან 30 წელი შეუსრულდა

გუშინ 19:18
104
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტი სამი ათწლეულის განმავლობაში რუის-ურბნისის ეპარქიას ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში მისი მსახურება ტაძრებისა და მონასტრების აღორძინებას, ბერ-მონაზვნური ცხოვრების გაძლიერებასა და სამწყსოზე მამობრივ ზრუნვას უკავშირდება.

ყოვლადუსამღვდელოეს მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი) რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინებიდან 30 წელი შეუსრულდა.

ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ეპარქიაში არაერთი მნიშვნელოვანი საქმე განხორციელდა. აღორძინდა, აშენდა და განახლდა მრავალი ტაძარი და მონასტერი, მათ შორის ისეთებიც, სადაც წლების განმავლობაში ღვთისმსახურება შეწყვეტილი იყო.

მიტროპოლიტ იობის მსახურება განსაკუთრებულად უკავშირდება ბერ-მონაზვნური ცხოვრების აღორძინებას. მისი ლოცვა-კურთხევით არაერთ სავანეს ჩაეყარა საფუძველი, სადაც დღემდე განუწყვეტელი ლოცვა აღევლინება ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ.

მეუფე იობის მოღვაწეობა გამოირჩევა სარწმუნოების სიწმინდის, ეროვნული ღირებულებებისა და ეკლესიური ტრადიციების დაცვის საკითხებში პრინციპულობითა და სიმტკიცით. მისი პირდაპირი და უკომპრომისო სიტყვა მრავალი ადამიანისთვის სულიერი სიმხნევისა და სწორი ორიენტირის მიმცემია.

ამასთანავე, მისი მღვდელმთავრული მსახურების მნიშვნელოვანი ნაწილია სამწყსოზე მამობრივი მზრუნველობა, სულიერი შვილების სიყვარული და თანადგომა.

მიტროპოლიტ იობს 30-წლიან იუბილეს ვულოცავთ. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და დღეგრძელობას, რათა კიდევ მრავალი წელი ემსახუროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: მიტროპოლიტი იობი პარეხის მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ