სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მიერ საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი გაიმართება
15 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მესამე და მომდევნო შვილებს მონათლავს.
2026 წლის 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო ბავშვების საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი გაიმართება.
ნათლობის საიდუმლო დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
საღამოს, 20:00 საათზე, ტაძარში მისი უწმინდესობა მობრძანდება და ახალნათელღებულ ჩვილებს დალოცავს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: დეკანოზი გიორგი კალანდია – „სიცოცხლე გრძელდება და სწორედ ამის ნიშანია დღევანდელი დღე“.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
