საქართველოს საპატრიარქომ საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა

დღეს 14:39
26
საქართველოს პატრიარქი საყოველთაო ნათლობაზე. ფოტო არქივი: საზუ საქართველოს პატრიარქი საყოველთაო ნათლობაზე. ფოტო არქივი: საზუ

25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი ნათლობა არ უკავშირდება პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას.

საქართველოს საპატრიარქომ განმარტა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი საყოველთაო ნათლობა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა საყოველთაო ნათლობა სხვადასხვა ღონისძიებაა.

ამ თემაზე 25 ოქტომბერს პატრიარქი შიო III ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღასრულებს
ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ახლად ნათელღებულთა დალოცვა 16:00 საათზე გაიმართება.

განცხადების თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებული ტრადიციის ფარგლებში საყოველთაო ნათლობა ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და ყოველ მომდევნო შვილს ეხება. აღნიშნული ნათლობა წელიწადში რამდენჯერმე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ტარდება.

საპატრიარქოს ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა საყოველთაო ნათლობის მორიგი თარიღი ნოემბრის შუა რიცხვებში გამოცხადდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი გიორგი კალანდია - ,,სიცოცხლე გრძელდება და სწორედ ამის ნიშანია დღევანდელი დღე''.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ