ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბში შეხვედრა თემაზე — „თავისუფლება“ გაიმართა

გუშინ 16:09
84
ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბი

მოსწავლეებმა თავისუფლების არსზე, პირადი არჩევანის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბ „ერთსულოვნების“ მორიგი შეხვედრა თემას — „თავისუფლება“ დაეთმო.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ნამდვილი თავისუფლების არსი, მისი საზღვრები და პასუხისმგებლობის როლი ადამიანის ცხოვრებაში. დისკუსიის მთავარი მიზანი იყო, ახალგაზრდებს უკეთ გაეაზრებინათ თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ გადაწყვეტილებას ახლავს.

ამ თემაზე გაიმართა ახალგაზრდა ლიდერთა ოლიმპიადის ფინალი
საპილოტე პროექტში VIII–X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა ლაგვილავამ დაიკავა.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებმა სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაცია განიხილეს, ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და იმსჯელეს თავისუფალი არჩევანის შესაძლო შედეგებზე.

დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა მთავარი სათქმელი: თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის კეთების უფლებას. იგი განუყოფელია პასუხისმგებლობისგან,

სხვისი უფლებებისა და გრძნობების პატივისცემისგან.

შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ღირებულებითი განათლების მნიშვნელობას მოზარდებში პასუხისმგებლობის, ურთიერთპატივისცემისა და გააზრებული არჩევანის კულტურის ჩამოყალიბების პროცესში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ