დეკანოზი გიორგი კალანდია - ,,სიცოცხლე გრძელდება და სწორედ ამის ნიშანია დღევანდელი დღე''

9 ივნისი 08:31
108
დეკანოზი გიორგი კალანდია. ფოტო: მჟკ დეკანოზი გიორგი კალანდია. ფოტო: მჟკ

7 ივნისს სამების საკათედრო ტაძარში შედგა 73-ე საყოველთაო ნათლობა. 700 ბავშვი გახდა პატრიარქის ნათლული.

დეკანოზმა გიორგი კალანდიამ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან ამ დღის მნიშვნელობაზე და ტრადიციის გაგრძელებაზე ისაუბრა.

,,ყველა ნათლიას და ნათლულს ვულოცავ დღევანდელ დღეს. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. მადლობა მის უწმინდესობას, აწ უკვე მიცვალებულს, პატრიარქ ილია მეორეს, ეს უდიდესი ტრადიცია რომელიც მან დაიწყო ჩვენი ერის დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად. ამ სიყვარულმა ნაყოფი გამოიღო და უამრავი ისეთი ჩვილი დაიბადა, რომელიც შეიძლებოდა არ დაბადებულიყო.

სიცოცხლე გრძელდება და სწორედ ამის ნიშანია დღევანდელი დღე, რომ პირველი ნათლობა სრულდება მისი უწმინდესობის შიო მესამეს მიერ აღსრულებული და მადლობა ღმერთს, რომ ამდენი ბავშვი ინათლება. მომავალი თაობა გვეზრდება დედა ეკლესიის წიაღში.

ღმერთმა მშვიდობა და სიკეთე მისცეს ყველას. ამინ!''

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დასრულდა საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი.

 

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ