მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი მიტროპოლიტ ანტონს მღვდელმთავრობის 30 წლის იუბილეს ულოცავს

გუშინ 15:02
427
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე ანტონი (ბულუხია) ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე ანტონი (ბულუხია)

მეუფე ანტონი (ბულუხია) სამი ათეული წელია, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული მსახურია და ვანისა და ბაღდათის ეპარქიას მღვდელმთავრის ხარისხით წინამძღვრობს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მეუფე ანტონს (ბულუხიას), მღვდელმთავრობის 30 წლის იუბილეს გულითადად ულოცავს.

ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით გვახსენებს იმ მრავალწლიან სულიერ ღვაწლს, რომელიც მეუფე ანტონმა ეკლესიისა და საკუთარი სამწყსოს მსახურებას მიუძღვნა.

ამ თემაზე სოფელ საირმეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აკურთხეს
ტაძრის წინამძღვრად არქიმანდრიტი ეფრემი (ნუცუბიძე) დაინიშნა.

სამი ათეული წლის განმავლობაში მეუფე ანტონის მღვდელმთავრული მსახურება დაკავშირებულია ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სულიერ ცხოვრებასთან, მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებასთან და ეკლესიური ტრადიციების დაცვასა და განვითარებასთან.

ძვირფასო მეუფეო, ამ ღირსშესანიშნავ დღეს გისურვებთ უფლის უხვ წყალობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და მხნეობას. დაე, ყოვლადწმინდა სამებამ განგამტკიცოთ თქვენს საპასუხისმგებლო მსახურებაში, მოგანიჭოთ სიბრძნე, მოთმინება და ძალა, რათა კვლავაც მრავალი წელი წინამძღვრობდეთ თქვენს სამწყსოს სიყვარულითა და ღვთისადმი ერთგულებით.

მრავალჟამიერ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!

ისპოლა ეტი დესპოტა!

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: მიტროპოლიტი ანტონი: „ჩვენი მიზანია ახალგაზრდობა აღვზარდოთ რწმენასა და სიყვარულში“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ