წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ გრძელდება

დღეს 09:55
56
საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“

პროექტის ფარგლებში საჩინოს საჯარო სკოლასა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრში დოკუმენტური ფილმის ჩვენება და მოსწავლეებთან საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ გრძელდება. პროექტი მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში დღეს დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის საჯარო სკოლაში. ასევე, შეხვედრა შედგა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის რელიგიის წრის მოსწავლე-ახალგაზრდებთან.

ამ თემაზე მიტროპოლიტმა გერასიმემ ეფრემ II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა
საკვირაო წირვას ეპარქიის სტუმრებიც დაესწრნენ, რომლებსაც ეპარქიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამკერდე ნიშნები და სამადლობელი სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებებს ესწრებოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია. მან მოსწავლეებსა და პედაგოგებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მიულოცა და ისაუბრა ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას უძღვებოდა სოფელ ნაგურუს წმინდა გიორგისა და სოფელ ეწერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრების წინამძღვარი, სკოლებთან ურთიერთობისა და საგანმანათლებლო მიმართულების კოორდინატორი, დეკანოზი ილია სარია.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ქრისტიანულ ისტორიას, მართლმადიდებელი ეკლესიის როლს ქვეყნის ცხოვრებაში, სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას. დაგეგმილია დოკუმენტური ფილმების ჩვენება, თემატური განხილვები, სასულიერო პირებთან შეხვედრები და კითხვა-პასუხის ფორმატში დისკუსიები.

საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ფილმების ჩვენებას თემებზე: „ანდრია პირველწოდებული — ქრისტიანობა საქართველოში“ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა.

პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ქრისტიანული და ეროვნული ცნობიერების გაღრმავება, საქართველოს ისტორიისა და სულიერი მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა, რწმენის, სამშობლოს, ოჯახის, ტრადიციებისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობის გააზრება.

დოკუმენტური ფილმების ჩვენება ეტაპობრივად გაიმართება ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების იმ საჯარო სკოლებში, რომლებიც პროექტში

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში არიან ჩართული.

პროექტი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: მეუფე გერასიმემ წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიის წარჩინებული კურსდამთავრებულები დალოცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ