მიტროპოლიტმა გერასიმემ ეფრემ II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა
საკვირაო წირვას ეპარქიის სტუმრებიც დაესწრნენ, რომლებსაც ეპარქიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამკერდე ნიშნები და სამადლობელი სიგელები გადაეცათ.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის დაბადებიდან 130 წლისთავთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა გერასიმემ მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
ღვთისმსახურებაზე დამსწრე სტუმრები ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს. მათ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სამოსლის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშნები და სამადლობელი სიგელები გადაეცათ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მეუფე გერასიმემ წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიის წარჩინებული კურსდამთავრებულები დალოცა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22
