მეუფე გერასიმემ წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიის წარჩინებული კურსდამთავრებულები დალოცა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სკოლა-გიმნაზიის დირექციას, მშობლებსა და წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დალოცვა-კურთხევა მისცა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ საკვირაო ჟამისწირვის დასრულების შემდეგ ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექცია, მშობლები და წარჩინებული კურსდამთავრებულები — მარიამ არქანია, ქეთი ბულია და დიანა კუხალეიშვილი — ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დალოცა.
მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ გიმნაზიის წიაღში აღზრდილი ახალგაზრდები საჩუქრებით დააჯილდოვა და მათ სწავლისა და შრომის შემდგომი წლები ღვთის გზით, წარმატებითა და კეთილდღეობით სვლა უსურვა.
სკოლა-გიმნაზიის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატების დამადასტურებელი სიგელები გადასცა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდში გაიმართა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ღონისძიება.