შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი 3 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა.
„ამა წლის 3 ნოემბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა“, — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი ემთხვევა სამტრედიაში მდებარე წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს. საღვთო ლიტურგია ტაძარში დილის 10:00 საათზე დაიწყება. ეს არის შიო III-ის, როგორც კათოლიკოს-პატრიარქის, პირველი ოფიციალური ვიზიტი იმერეთის რეგიონში. ლიტურგიის დასრულების შემდეგ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს 13 წლის ნანასთვის.
