ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ილია II-ის სახელობის სკვერი გაიხსნა

გუშინ 23:08
60
ილია II -ის სახელობის სკვერი ქუთაისში. ფოტო: Kutaisi Botanical Garden ილია II -ის სახელობის სკვერი ქუთაისში. ფოტო: Kutaisi Botanical Garden

ბიუსტის დამზადება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ძეგლის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II -ის სახელობის სკვერი და ბიუსტი გაიხსნა.

ამ თემაზე ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის გამოფენა გაიმართა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მიიღო მონაწილეობა.

ძეგლის გახსნის ცერემონიას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბიუსტის დამზადება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ძეგლის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთაისისა და გაენათის ეპარქიამ მიტროპოლიტ იოანეს 80 წლის იუბილე მიულოცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ