ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს 13 წლის ნანასთვის
მიტროპოლიტი ითხოვს, მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი მოზარდი მორწმუნეებმა პირად ლოცვებსა და საეკლესიო მსახურებებზე მოიხსენიონ.
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებული განცხადებით, მიტროპოლიტი საბა მორწმუნეებს ლოცვითი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
მეუფე საბა ყველას სთხოვს, ვისაც ეკლესიისა და მისი სიყვარული და პატივისცემა აქვს, ლოცვებში მოიხსენიონ 13 წლის ნანა, რომელიც მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფება.
მიტროპოლიტის თხოვნით, მორწმუნეებმა გოგონა მოიხსენიონ როგორც პირად ლოცვებში, ასევე საეკლესიო მსახურებების დროს — საღვთო ლიტურგიაზე, პარაკლისსა და დაუჯდომელზე.
„ყველას გთხოვთ, ვისაც გაქვთ ეკლესიისა და პირადად ჩემი სიყვარული და პატივისცემა, თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ფიზიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 13 წლის ნანა,“ — ნათქვამია მეუფე საბას მიმართვაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი წმინდანები.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22
2 ნოემბერს მამა გაბრიელის ხსენების დღეა
დღეს 08:00