შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა

დღეს 12:22
24
წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი. ფოტო: sazu წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი. ფოტო: sazu

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი 3 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა.

ამ თემაზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს 13 წლის ნანასთვის
მიტროპოლიტი ითხოვს, მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი მოზარდი მორწმუნეებმა პირად ლოცვებსა და საეკლესიო მსახურებებზე მოიხსენიონ.

„ამა წლის 3 ნოემბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა“, — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი ემთხვევა სამტრედიაში მდებარე წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს. საღვთო ლიტურგია ტაძარში დილის 10:00 საათზე დაიწყება. ეს არის შიო III-ის, როგორც კათოლიკოს-პატრიარქის, პირველი ოფიციალური ვიზიტი იმერეთის რეგიონში. ლიტურგიის დასრულების შემდეგ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს 13 წლის ნანასთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ