2 ნოემბერს მამა გაბრიელის ხსენების დღეა

დღეს 08:00
42
მამა გაბრიელ სალოსი. ფოტო: ღია წყარო მამა გაბრიელ სალოსი. ფოტო: ღია წყარო

2014 წლის 22 თებერვალს მისი წმინდა ნაწილები გადაასვენეს მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში.

მამა გაბრიელი დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში, წმიდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე იყო. მამა ადრე დაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ. დედა - შემდგომში მონაზონი ანა, გარდაიცვალა 2000 წლის 26 აპრილს, ვნების კვირაში.

მამა გაბრიელმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება. სწორედ ამ დროს მივიდა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში. დედებმა დააპურეს, მაგრამ ღამე არ გაათევინეს. მადლი ღვთისა მასში იმდენად დიდი იყო, რომ სახლში არ წავიდა, ღამე ჭიშკართან გაათია და დილით ღვთისმშობელს სთხოვა: „ამ ქვეყნიდან ისე ნუ გამიყვან, აქ რომ სენაკი არ მომცე“. უსმინა ღმერთმა და სიცოცხლის ბოლო წლები სამთავროს მონასტერში გაატარა. იგი კოშკში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეს კურთხევა მან (როგორც თვითონ ამბობდა) ღვთისმშობლისა და ორი პატრიარქისაგან მიიღო.

ამ თემაზე გიორგი კაჭარავა-,,არ შევხებივარ ბერი გაბრიელის სულიერი მოღვაწეობის გზას''
რეჟისორი გიორგი კაჭარავა ფილმზე „ბრძოლა — ბერი გაბრიელი“ საუბრობს.

ჯარიდან დაბრუნებულს ოჯახის წევრებმა ცოლის შერთვა დააძალეს; ერთი ლამაზი გოგოც აჩვენეს. მან ქუდიც კი არ მოიხადა, ისე დაჯდა, სიტყვა არ წამოსცდენია, ადგა და გავიდა გარეთ. ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნის თავიდან ასაცილებლად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წავიდა, რათა თვითონვე ეთქვათ უარი მის ცოლობაზე. ექიმებს უკვირდათ: აქ ხალხი ძალით მოჰყავთ, ეს კი თავისი ფეხით მოვიდაო. თუმცა, იმ უღმერთოების ჟამს, როგორც კი ქრისტეს დიდებაზე ქადაგება დაიწყო, მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი: სულიერ ავადმყოფად ჩათვალეს და სახლში მხოლოდ დედის ზედამხედველობის ქვეშ გაუშვეს.

მამა გაბრიელი 2 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

ერთხელ მამა გაბრიელმა პირველი მაისის დღესასწაულზე მთავრობის სასახლეზე გამოფენილი ლენინის უზარმაზარი პორტრეტი დაწვა. როცა დაკითხვაზე ჰკითხეს, - ასე რატომ მოიქეცი, ქრისტიანები ხომ მთავრობას პატივს მიაგებენო, უპასუხა: „იმიტომ, რომ პორტრეტზე ეწერა: „დიდება დიდ ლენინს!“ დიდება მთლიანად ღმერთს ეკუთვნის, რა დიდება შეიძლება ჰქონდეს მკვდარ კაცს! მისი პორტრეტი დავწვი, როგორც კერპისა და არა როგორც მმართველისა!“

ციხეში ჩასვეს. მან კი პატიმრებს ღმერთზე დაუწყო საუბარი. როცა ხმამაღლა ლოცულობდა, მრავალი მათგანი მასთან ერთად იდრეკდა მუხლს და ლოცულობდა. თვით ბანდიტებიც კი სთხოვდნენ, ქრისტიანულ რწმენაზე მოგვიყევი და ჩვენთვის ილოცეო. გათავისუფლებულმა მამა გაბრიელმა გადაწყვიტა: - თუ თვით დამნაშავეებმა მომისმინეს, მაშინ ხალხს ღმერთი უნდა შევახსენოო. აიღო ხატები, წავიდა ახლანდელ თავისუფლების მოედანზე, დააბრძანა ხატები, ამოიღო წიგნი და ხმამაღლა იწყო ლოცვა. შემდგომში ჰყვებოდა: "ზოგიერთები ჩერდებოდნენ, შემომხედავდნენ, რას აკეთებსო. მომაძახებდნენ, შე გიჟოო, და მიდიოდნენ, სხვები კი არანაირ ყურადღებას არ მაქცევდნენ. მერე მოვიდა მილიცია, ხატები მიმოფანტეს, ხელები ზურგზე გამიკრეს. არ შევწინააღმდეგებივარ. ჩამსვეს მანქანაში და განყოფილებაში წამიყვანეს. მცემეს და ჯვარი ჩამომგლიჯეს. არსად არავის ერთი სიტყვა არ შეუწევია. ადრე ვფიქრობდი ხოლმე: უფალი რატომ უშვებს მწუხარებას დედამიწაზე-მეთქი. ახლა კი მივხვდი: ქვას კვერით ტეხენ. მრავალი ადამიანი მხოლოდ მწუხარებასა და ტკივილს მიჰყავს ღმერთთან".

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ