თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სალექციო კურსი დაიწყო

გუშინ 19:52
34
თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ღირებულებითი განათლების სალექციო კურსი დაიწყო. ფოტო: sazu თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ღირებულებითი განათლების სალექციო კურსი დაიწყო. ფოტო: sazu

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო ფიცის მნიშვნელობას, სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას, ერთგულებას, სიმამაცეს, თანამებრძოლობას, პასუხისმგებლობასა და ლიდერობის მორალურ საფუძვლებს.

საქართველოს საპატრიარქოს კაპელანთა კორპუსისა და საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ერთობლივად შემუშავებული სალექციო კურსი მიზნად ისახავს კაპელანთა კორპუსის გაძლიერებას, თავდაცვის სისტემაში სამხედრო მოძღვრის როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენას, აგრეთვე – სამხედრო მოსამსახურეთა სულიერ და ზნეობრივ განმტკიცებას.

სალექციო კურსის მთავარი მიმართულებებია პიროვნული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მნიშვნელობა სამხედრო მოსამსახურის ცხოვრებაში, მათი როლი პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და სამშობლოს მსახურებაში.

ამ თემაზე კაპელანების გადამზადების პროცესი გრძელდება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღმოსავლეთ სარდლობის კაპელანთა კორპუსის წარმომადგენლებისთვის ფსიქოლოგიური ტრენინგი გაიმართა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო ფიცის მნიშვნელობას, სამშობლოს სიყვარულს, ღირსებას, ერთგულებას, სიმამაცეს, თანამებრძოლობას, პასუხისმგებლობასა და ლიდერობის მორალურ საფუძვლებს.

კურსის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია სამხედრო სამსახურის ზნეობრივი არსისა და პროფესიული მოვალეობის წარმოჩენა, რაც გულისხმობს სამშობლოსა და ხალხის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობასა და იმ ღირებულებების ერთგულებას, რაზეც დგას ჩვენი ქვეყნის ისტორია, აწმყო და მომავალი.

სალექციო შეხვედრები ასევე წარმოაჩენს სამხედრო მოძღვრის განსაკუთრებულ მისიას, დაეხმაროს სამხედრო მოსამსახურეს სულიერი ცხოვრების მართებულად წარმართვაში, იმ შინაგანი ძალის განმტკიცებაში, რომელიც აუცილებელია როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე განსაცდელისა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ჟამს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „ჯარის ბანაკს“ ახალი საგანი – „ღირებულებითი განათლება“ დაემატა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ