ეპისკოპოსმა საბამ კანადაში საქართველოს საელჩოში პარაკლისი აღავლინა

დღეს 14:28
16
მამაგაბრიელის სიწმინდეების მოლოცვა კანადის ქალაქებში. ფოტო: Bishop Saba მამაგაბრიელის სიწმინდეების მოლოცვა კანადის ქალაქებში. ფოტო: Bishop Saba

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ფარგლებში, წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილებით შემკული ხატი კანადის სხვადასხვა ქალაქში მოაბრძანეს.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) და ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი თომა (ბეკურიშვილი), კანადაში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ. ვიზიტი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში გაიმართა.

ამ თემაზე ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში წმინდა გაბრიელის წმინდა ნაწილები დააბრძანეს
ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება.

ეპისკოპოსმა საბამ საელჩოში წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილებით შემკული ხატი მოაბრძანა და პარაკლისი აღავლინა.

იმავე დღეს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სალომე ქურასბედიანი საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად მონრეალის წმინდა ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს ორგანიზებით სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღვლენილ პარაკლისს დაესწრო.

მონრეალის შემდეგ სიწმინდეების მოლოცვა კანადის სხვა ქალაქებშიც გაგრძელდა: 22 ოქტომბერს — ვანკუვერში, 24 ოქტომბერს — კალგარში, ხოლო 25 ოქტომბერს — ტორონტოში.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა გაბრიელ სალოსის ხატებს და წმინდა ნაწილებს კანადის ოთხ ქალაქში მიაბრძანებენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ