ეპისკოპოსმა მელქისედეკმა რიკოთში ტაძრის საძირკველი აკურთხა
მარგვეთისა და უბისის მღვდელმთავარმა საკვირაო წირვა ზესტაფონში აღავლინა, შემდეგ კი რიკოთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მოილოცა.
2026 წლის 25 ოქტომბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) საკვირაო საღმრთო ლიტურგია ქალაქ ზესტაფონის კვალითის დასახლებაში მდებარე ახალმოწამეთა სახელობის ტაძარში აღავლინა.
იმავე დღეს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ რიკოთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მოილოცა. მონასტერში მღვდელმთავარმა ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმინდა მთაზე გაბრწყინებულთა სახელობის ტაძრის საძირკვლის კურთხევის წესი აღასრულა.
ახალი ტაძარი ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ღირსი მამების სახელობის იქნება, რომელთა ხსოვნასაც მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული პატივით აღნიშნავს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიას მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები ეწვივნენ.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
