გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასკოლო შეხვედრები გაგრძელდა

დღეს 10:33
10
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: georgiantravelguide გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: georgiantravelguide

„ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში ბაკურციხისა და ვეჯინის საჯარო სკოლებში სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები გამართეს.

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბების საქმიანობა გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში სასულიერო პირები საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და მათთან ღირებულებით საკითხებზე ისაუბრეს.

2026 წლის 16 ოქტომბერს დეკანოზმა გიორგი ქუმსიაშვილმა სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩაატარა თემაზე „ხედვა და პერსპექტივა“.

ამ თემაზე გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასულიერო პირები დააჯილდოვეს
იღუმენ რაფაელსა და იღუმენ იოანეს საეკლესიო ჯილდოები მთავარეპისკოპოს ექვთიმეს წარდგინებითა და კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭათ.

20 ოქტომბერს კი სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დეკანოზი ლევან ჯოხაძე შეხვდა. შეხვედრა თემას „ღირებულებები“ დაეთმო. საკითხის განხილვა გუნდური მუშაობის პროცესში წარიმართა, რაც მოსწავლეთა ერთობლივ ჩართულობას ითვალისწინებდა.

ამ დროისთვის „ღირებულებითი განათლების“ კლუბები გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის ცხრა საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის 10 სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ფუნქციონირებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ