ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის გუნდმა ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა მოიგო
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ფინალში კიცხის საჯარო სკოლის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხეს.
2026 წლის 23 ოქტომბერს ხარაგაულის სპორტის ცენტრის სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. შეჯიბრში 2012–2013 წლებში დაბადებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტურნირში ერთმანეთს საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხარაგაულის №2 და №3 საჯარო სკოლების, ბაზალეთის, ბორის, ბორითის, ღორეშის, ლეღვნისა და კიცხის საჯარო სკოლების, ასევე სპორტის ცენტრის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს კიცხის საჯარო სკოლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდები შეხვდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის ჩატარება გახდა საჭირო.
პენალტების სერიაში გამარჯვება სკოლა-გიმნაზიის გუნდმა მოიპოვა და მინი ფეხბურთში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებული გახდა. გუნდის ფიზიკური აღზრდის პედაგოგი ვლადიმერ შავიძეა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ზესტაფონის კლინიკა „ელიტე“ დალოცა.
