ზუგდიდის №11 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

დღეს 18:56
10
„მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ . ფოტო: ეპარქიის გვერდი „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ . ფოტო: ეპარქიის გვერდი

საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის გაცნობისკენ მიმართული პროექტი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ №11 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

პროექტი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ხორციელდება და ეტაპობრივად მოიცავს ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს.

ამ თემაზე წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა დადიანების სასახლეში მდებარე ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, სკოლებთან ურთიერთობისა და საგანმანათლებლო მიმართულების კოორდინატორი, დეკანოზი მალხაზ ჭანტურია.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან დოკუმენტურ ფილმებს — „ანდრია პირველწოდებული — ქრისტიანობა საქართველოში“ და „სტუმრად პატრიარქთან“. პირველი მათგანი წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში ქადაგებასა და ქრისტიანობის გავრცელების ისტორიას ასახავს, ხოლო მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ცხოვრებას, სულიერ ღვაწლსა და ეკლესიისა და ერის წინაშე მრავალწლიან მსახურებას ეძღვნება.

შეხვედრას ესწრებოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია. მან მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ცენტრსა და სკოლას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივები ახალგაზრდების სულიერ, ინტელექტუალურ და მოქალაქეობრივ განვითარებას ემსახურება.

პროექტი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. მისი მიზანია მოსწავლეებში საქართველოს ისტორიის, ქრისტიანული მემკვიდრეობისა და ეროვნული ღირებულებების შესახებ ცოდნის გაღრმავება, სულიერი და კულტურული ცნობიერების ამაღლება და მომავალი თაობის ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდის ხელშეწყობა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ