დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე

დღეს 11:02
24
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ფოტო: მჟკ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ფოტო: მჟკ

,,დიდი სიხარულია, რომ ამ კრებულს ვხედავთ დღეს სვეტიცხოველში, ყველა ეკლესიის წარმომადგენლები, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები ჩვენთან ერთად ზეიმობენ დღეს.''-დეკანოზი ანდრია.

14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხლობას აღნიშნავს. საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩაატარა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მის უწმინდესობას თანამსახურებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

ამ თემაზე „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ვერ გააშუქებენ
გავრცელებული განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზად ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედი შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევა დასახელდა.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან საუბრისას აღნიშნა დღევანდელი დღის მნიშვნელობა და სრულიად საქართველოს მიულოცა დღევანდელი დღესასწაული. 

,,საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში დღესასწაულზე დასასწრებად და მოსალოცად ჩამოსული არიან ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლები. დიდი სიხარულია, როდესაც ამ კრებულს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში.

ყველა ეკლესიის წარმომადგენლები, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები ჩვენთან ერთად ზეიმობენ დღევანდელ დღეს. '' -თქვა მამა ანდრიამ.

დეკანოზმა ანდრიამ ხაზი გაუსვა, რომ წელს განსაკუთრებულად ზეიმობს საქართველო სვეტიცხოვლობას, რადგან საქართველოს გაქრისტიანებიდან გავიდა 1700 წელი.

,,მართლმადიდებლობამ შეცვალა ჩვენი ცხოვრება, წარმართა ჩვენი კულტურა. ჩვენი ისტორია სავსეა შესანიშნავი მომენტებით, რომლითაც მთელ ერს შეუძლია იამაყოს. ''

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ