წმინდა ნიკოლოზის მშენებარე ტაძარში სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ტაძრის მშენებლობის ფარგლებში სარტყელისა და კოლონების ბეტონით შევსების სამუშაოები დასრულდა.
ზუგდიდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მშენებარე ტაძარში, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, სამშენებლო სამუშაოების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა.
დასრულდა სარტყელისა და კოლონების ბეტონით შევსების პირველი ეტაპი, რაც ტაძრის მშენებლობის შემდგომი სამუშაოების გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ტაძრის მშენებლობის პროცესში ყოველდღიურად იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა მომავალში კიდევ ერთი სულიერი კერა შეემატოს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მეუფე გერასიმემ წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიის წარჩინებული კურსდამთავრებულები დალოცა.