წინანდალში საჯარო ლექცია გაიმართა

15 სექტემბერი 11:02
168
საჯარო ლექცია წინანდლის ისტორიულ მამულში საჯარო ლექცია წინანდლის ისტორიულ მამულში

თეოლოგმა გიორგი გვასალიამ წინანდლის ისტორიულ მამულში საქართველოს ქრისტიანულ ისტორიასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

წინანდლის ისტორიულ მამულში თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საჯარო ლექცია გამართა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიება წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ნაწილი იყო.

საჯარო ლექციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ქრისტიანული ისტორიის მნიშვნელობასა და იმ ისტორიულ მოვლენაზე, რომელმაც ქვეყნის კულტურულ და სულიერ განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.

პარალელურად, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ქართველი მხატვრის, გიგა დათუაშვილის, ნამუშევრები, ჩანახატები და ჩანაწერები იყო წარმოდგენილი.

გამოფენის დათვალიერება დამთვალიერებლებს მთელი შემოდგომის განმავლობაში შეეძლებათ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ